|
2019-01-04 11:54:45, 2191 ნახვა
ეკონომიკა
ლუდის ბაზარზე მომხმარებლების ფავორიტი „ქართული ლუდის კომპანია - ზედაზენია“
„ბანკები და ფინანსების“ სოციოლოგიურმა ჯგუფმა წინასაახალწლოდ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანიც სხვადასხვა სფეროში მოქმედი ქართული კომპანიების პოპულარობის განსაზღვრა იყო. კითხვარი 10 ძირითად ბიზნესსექტორს მოიცავდა. ესენია: საბანკო სექტორი, სადაზღვევო სექტორი, ფარმაცევტული სექტორი, ტელეკომუნიკაციების სექტორი, ნავთობიმპორტიორთა სექტორი, სამშენებლო სექტორი, საყოფაცხოვრებო ტექნიკით მოვაჭრე კომპანიები, სწრაფი კვების რესტორნები, ქართული ლუდის კომპანიები და ღვინის ადგილობრივი მწარმოებლები. გამოკითხვაში მონაწილეობა 1 800-მა ადამიანმა მიიღო. ქართული ლუდის კომპანიებიდან გამოკითხვაში ბაზრის სამი ძირითადი მოთამაშე „ზედაზენი“, „კასტელი“ და „ნატახტარი“ იღებდა მონაწილეობას. ლუდის ბაზარზე მომხმარებლების ფავორიტი „ქართული ლუდის კომპანია - ზედაზენია“. მომხმარებელთა 31,5% (567 ხმა) სწორედ „ზედზენს“ ანიჭებს უპირატესობას, მეორე „კასტელი“ 20%-ით, ხოლო მესამე ადგილს „ნატახტარი“ იკავებს ხმათა 15,7%-ით. ხმათა დარჩენილი რაოდენობა გადანაწილდა შემდეგ კომპანიებზე - “აისი”, “ყაზბეგი’, და სხვა. შეგახსენებთ, რომ ს.ს “ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელ ბიზნეს ჯგუფს, საქართველოს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე მუშობის 20 წლიანი წარმატებული გამოცდილება გააჩნია. საკუთრივ “ქართული ლუდის კომპანია - ზედაზენი” 2011 წელს დაარსდა და 2012 წლის 2 აპრილს კი საგურამოში საზეიმოდ გაიხსნა.
(R)
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)