|
2018-12-31 14:54:47, 2583 ნახვა
ეკონომიკა
მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის სალდო 11.9 მილიონი დოლარი შეადგინა
2018 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის სალდო პირველად გახდა პროფიციტული და 11.9 მლნ აშშ დოლარი (30.1 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობის და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობას და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო 2018 წლის მესამე კვარტალში წლიურად 2.6 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მლრდ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 22.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად ტურისტული შემოსავლების გამო), მესამე კვარტალში, დიდწილად ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 9.5 პროცენტით, ხოლო იმპორტი 5.7 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს ტურისტული მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 12.3 პროცენტით გაიზარდა და მესამე კვარტალში 1.2 მლრდ აშშ დოლარს (2.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა. მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 10.2 პროცენტით გაიზარდა და 2018 წლის მესამე კვარტალში 345.5 მლნ აშშ დოლარს (873.9 მლნ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის ტრანსფერები გაზრდილი იყო, ხოლო სამთავრობო - შემცირებული. წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მესამე კვარტალში 262.5 მლნ აშშ დოლარი (663.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 6.3 პროცენტია. მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მრეწველობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების სექტორებში განხორციელდა.
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)