|
2018-12-29 18:30:23, 1660 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - 20 000-ს მთხოვდა რამიშვილი, ლარად შეუფასა სასამართლომ, მაგრამ ლარს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს გადავახდევინებ
„20 000-ს მთხოვდა მიხეილ რამიშვილი, ლარად შეუფასა სასამართლომ, მაგრამ ლარს მათ გადავახდევინებ თვითონ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. მე არ ვარ ის კაცი, ვიღაცას თავი დავუხარო“, - ამის შესახებ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა. მეუფეს თქმით, ის თავს არავის დაუხრის. „ჩემზეც ახლა, ლარი გამომიწერა, ჩემზე თუ დაკვეთა არ იყო, ცოტა ხნით ადრე, გოგა ხაინდრავამ ხუთი რამე დააბრალა ეკა გიგაურს, მაზე არაფერი არ იყო და ვიღაც რამიშვილზე რაღაც ვთქვი და ჯერ გასარკვევია, მართალი ვთქვი თუ ტყუილი. საქართველოში არ არის ცილისწამებაზე მუხლი. 20 000-ს მთხოვდა რამიშვილი, ლარად შეუფასა სასამართლომ, მაგრამ ლარს იმათ გადავახდევინებ თვითონ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. მე არ ვარ ის კაცი, ვიღაცას თავი დავუხარო“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა. მისი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა და მეუფე იაკობს მისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დაეკისრა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)