|
2018-12-28 19:39:28, 920 ნახვა
რეგიონი
კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი გაიხსნა
სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა კურორტ გოდერძის ტურისტულ პოტენციალზე და მთავრობის მიზანზე, რომ საქართველოს ზამთრის კურორტები გახდეს საუკეთესო მსოფლიოს მასშტაბით. ,,მახარებს ის ფაქტი, რომ მიუხედავად არსებული კლიმატური პირობებისა, აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მცირე დროში მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, რაც უფრო მეტ მსურველს მისცემს დასვენების, გართობის, კომფორტულად განთავსების საშუალებას. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის კი გაჩნდება მეტი დასაქმების რესურსი. დარწმუნებული ვარ, გოდერძი ძალიან მალე გახდება მსოფლიო დონის ზამთრის კურორტი და ნამდვილი აღმოჩენა ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტებისთვის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. კურორტზე სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. არსებულ ორ დიდ, გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგიროებს, ახალი სეზონიდან კიდევ ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი მოძრავი ხალიჩა შეემატა. ამასთან, მოეწყო საბავშვო არეალი და გაიხსნა სწრაფი კვების ობიექტები. დასრულდა ახალი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 40 ადამიანი განთავსებაა შესაძლებელი. კურორტზე ხორციელდება 130 მლნ ლარამდე თანხის ინვესტიცია და მიმდინარეობს 19 პროექტი. ზამთრის სეზონის საზეიმო ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე წარსდგა ფოლკლორული ანსამბლი ,,ბერმუხა". ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა სპეციალურად მოწვეული DJ. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გასართობი აქტივობა ბავშვებისთვის. ღონისძიებას აჭარის მთავრობის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის", მედიის წარმომადგენლები და ტურისტები ესწრებოდნენ.
(NS)
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)