05:01 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 18:51:26, 1658 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - გუნდში გარკეულ საკითხებზე უთანხმოებაა

„მე შემიძლია დაგიდასტუროთ და თქვენ თქვენი თვალითაც ნახეთ, რომ არის გუნდში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული უთანხმოება“, - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეკა ბესელიას მიერ დასახელებული მიზეზი გადადგომაზე გაუგებარია.

„მე შემიძლია დაგიდასტუროთ და თქვენ თქვენი თვალითაც ნახეთ, რომ არის გუნდში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული უთანხმოება. ფაქტი არის შემდგარი, ორივე თანამდებობის პირმა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე მისმა პირველმა მოადგილემ, გააკეთეს დღეს განცხადებები, დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია თავიანთ გადადგომასთან დაკავშირებით. სუბიექტურ ფაქტორებს სიღრმეებში ნუ ჩავყვებით, ეს ინფორმაცია ხმოვანდებოდა რამდენიმე თვის წინაც და ვიდრე გადაწყვეტილება საბოლოო არ იქნებოდა, ამ ადამიანების გარეშე, ბუნებრივია, ჩვენ მათ მაგივრად პოზიციებს ვერ დავაფიქსირებდით. მე გეტყვით კონკრეტულ ფაქტს და ჩემს შეფასებასაც კი არ გავაკეთებ იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ძალიან ცხადი და ნათელი იყოს ეს ყველაფერი. გუშინ მთლიანმა გუნდმა და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს საკითხი ფორსირებულ და დაჩქარებულ რეჟიმში არ განიხილებოდა და ქალბატონმა ეკამ დღეს გააკეთა ეს განცხადება, რაც გააკეთა, მე მგონი, დასკვნის გამოტანა არ არის რთული,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics