|
2018-12-27 16:13:26, 975 ნახვა
საზოგადოება
სს „ქართული ლუდის კომპანია“ „ქართული ბრენდის დღე 2018“-ის ლიდერის ნომინაციის გამარჯვებულია
სს „ქართული ლუდის კომპანიის“ კიდევ ერთი აღიარება, კომპანია „ქართული ბრენდის დღე 2018”-ის გამარჯვებულია. „ქართული ბრენდის დღე 2018”-ის დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც 26 დეკემბერს გაიმართა, „ქართული ლუდის კომპანია“ ლიდერის ნომინაციაში გახდა გამარჯვებული. სს "ქართული ლუდის კომპანიის" ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ნომინაციაში კომპანიის გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კომპანია ბაზარზე ლიდერობას წლებია ინარჩუნებს და არსებულ მიღწევებს დრო და დრო კიდევ უფრო აუმჯობესებს. „სს „ქართული ლუდის კომპანია“ „ქართული ბრენდის დღე 2018”-ის ლიდერის ნომინაციის გამარჯვებულია. მსგავსი აღიარება და დაჯილდოებები ქართული ბიზნესისათვის უმნიშვნელოვანესია. ეს არის კიდევ დამატებითი მოტივაცია, რომ შენი საქმე კარგად აკეთო, მომხმარებელი გაახარო და მისი კმაყოფილების კოეფიციენტი აამაღლო. კარგია როდესაც ბიზნესი ხედავს, რომ მას ენდობიან და აღიარებენ. სს „ქართული ლუდის კომპანია“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან პოზიციონირებს და ამ ხსნის განმავლობაში არაერთი აღიარება მოუპოვებია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არსებულ მიღწევებს უნდა დასჯერდე. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მომხმარებელს მუდმივათ შევთავაზოთ სიახლეები “, აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე. „ქართული ბრენდის დღე” საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის" წარმატებული პროექტია. „ქართული ბრენდის დღის" მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ბრენდის პოპულარიზაციას საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე. გამარჯვებულები ტრადიციულად 5 ნომინაციაში ვლინდებიან, ესენია: • ლიდერი • რეპუტაცია და ნდობა • წარმატებული ახალი ქართული ბრენდი • ბრენდ პერსონა • წარმატებული ტელეპროექტი აღსანიშნავია, რომ ღონისძიების არსებობის განმავლობაში 500-ზე მეტი ქართული ბრენდი დაჯილდოვდა. 2003 წლიდან დღემდე “ქართული ბრენდის დღე” წარმოაჩენს და სტიმულს აძლევს ქართულ ბრენდებს, მათი განვითარების ყველა ეტაპზე.
(R)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)