|
2018-12-26 10:55:03, 1065 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია ქვემო ქართლში იმყოფებოდა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს. მარნეულის მუნიციპალიტეტში, რეაბილიტაცია უტარდება აღმაშენებლის სარწყავ სისტემას. პროექტის ფარგლებში, სოფელ საიმერლოში, არსებული გრუნტის არხი, ჯამში 630 მეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდება. დაგეგმილია წყალგამშვები ფარებისა და გადასასვლელი ხიდების მოწყობა, გარემონტდება ჰიდროტექნიკური ნაგებობა. დღეის მდგომარეობით სამუშაოების დაახლოებით 70% უკვე შესრულებულია. აღმაშენებლის სარწყავი სისტემის სრულად რეაბილიტაციის შედეგად, მუნიციპალიტეტში 1,886 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება. რეაბილიტირებული სამელიორაციო სისტემით 8 სოფლის - (თამარისი, ბაილარი, საიმერლო, ბადარი, ფუტლიარი, მუღანლო, ლეჟბადინი და ხუტორლეჟბადინი) მოსახლეობა ისარგებლებს.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)