|
2018-12-25 15:24:11, 1216 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში, გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ქალი ორსული იყო
ქუთაისში, გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ქალი 38 კვირის ორსული იყო. არსებული ინფორმაციით, 30 წლის ქალი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში რამდენიმე დღის წინ შემოიყვანეს. ანესთეზია-რეანიმაციის სამსახურის უფროსის მამუკა ნემსიწვერიძის განცხადებით, ორსული საავადმყოფოში სუნთქვის მწვავე უკმარისობით და ცხელებით შემოვიდა. მისივე თქმით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი A ტიპის გრიპი ანუ H1 ვირუსი გახდა. ექიმის განმარტებით, გარდაცვალების მიზეზი მძიმე ფორმის ვირუსული პნევმონია, სეფსისი და სეპტიური შოკი, ასევე პოლიორგანული უკმარისობა გახდა. ამასთან, კლინიკაში არ ადასტურებენ, რომ პაციენტი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში შემოსვლისას რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქალის შემოყვანიდან 24 საათის განმავლობაში საკეისრო კვეთა ჩატარდა, პაცინეტის მდგომარეობა კი კვლავ მძიმე იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)