|
2018-12-25 11:15:49, 990 ნახვა
საზოგადოება
ნოტარიუსთა პალატა დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს პასუხობს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა შეშფოთებას გამოთქვამს დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მხრიდან ნოტარიუსთა კორპუსის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო. პოლიტიკოსმა ნოტარიუსთა სისტემა მოიხსენია, როგორც „ნოტარიუსის კანტორა". "ნოტარიუსის კანტორად გადაიქცა აქაურობა, შემოგვრეკავენ აქ ნახირივით და ბეჭდებს გვარტყმევინებენ", - განაცხადა მან. ნოტარიუსთა პალატის გამგეობა განმარტავს, რომ თითოეული სანოტარო აქტი, რომელსაც ნოტარიუსი ამტკიცებს, ემყარება ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას და იმ პირთა თავისუფალ ნებას, რომლებიც აქტის გასაფორმებლად მიმართავენ ნოტარიუსს. ნოტარიუსის პროფესია საპასუხისმგებლო და პატივსაცემი საქმიანობაა, რომელის მისამართით გაკეთებული დამაკნინებელი განცხადებები ვნებს ქართული სანოტარო სისტემის იმიჯს და დაუმსახურებლად შეურაცხყოფს ნოტარიუსის პროფესიას და თითოეულ ნოტარიუსს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მოუწოდებს პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ნოტარიუსების შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისა და სანოტარო საქმიანობის დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიებისაგან, დეპუტატ დავით ჭიჭინაძისაგან კი ბოდიშის მოხდას ელის იმ 265 ნოტარიუსისათვის, რომლებიც დღეს სანოტარო საქმიანობას ეწევიან.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)