06:32 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-24 14:42:14, 969 ნახვა

საზოგადოება
აღმასრულებლებმა 2018 წელი შეაჯამეს

აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლებმა წლიური ანგარიში წარადგინეს. საქართველოს მასშტაბით თითოეულმა სააღსრულებო ბიურომ 2018 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმები წარმოადგინა.

მომავალი წლის გამოწვევების შესაბამისად გაიწერა აქტივობებიც. აღმასრულებლებმა ხაზი გაუსვეს მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებლის ყოველწლიურ ზრდას. დაიგეგმა, რომ ანგარიშების წარდგენას პერმანენტული ხასიათი მიეცეს და წელიწადში ორჯერ გაიმართოს. შეხვედრას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, მოადგილეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აღსრულების ეროვნული ბიურო ფუნქციონირებას რვა ტერიტორიული ბიუროს მეშვეობით ახორციელებს. ბიუროები საქართველოს მასშტაბით ისეა გადანაწილებული, რომ აღსრულება მოქალაქეებისთვის ნებისმიერ რაიონშია ხელმისაწვდომი. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები განთავსებული არიან იუსტიციის სახლებში და საქმისწარმოების დაწყება თუ სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება მომხმარებელს ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლია მიუხედავად ტერიტორიული კუთვნილებისა. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics