16:13 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 17:55:00, 1877 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით დღეს კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა.

 საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელობდა საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმასთან, მათ შორის ,,პროფესიული განათლების შესახებ" სექტემბერში დამტკიცებულ კანონთან დაკავშირებით და პროფესიული განათლების დუალური საკონსულტაციო საბჭოს თაობაზე. შეხვედრაზე, ასევე გაიმართა პრეზენტაცია ქალთა მეწარმეობის ხელშემწყობი ქვესაბჭოს ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ამასთან, კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა დისკუსია თემაზე ,,კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები".

დისკუსიის საბჭოს წევრებმა სხდომის ფარგლებში რამდენიმე აქტუალურ საკითხზე იმსჯელეს.

კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო 2016 წლიდან ფუნქციონირებს, მიზანია  კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია: კერძო სექტორთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოების ხელშეწყობა; კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი (არსებობის შემთხვევაში) ფაქტორების იდენტიფიცირება და განხილვა; კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების  საკითხებზე წინადადებების და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; კერძო სექტორის, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების საკითხებთან დაკავშირებული განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების განხილვა; კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით, განხილვების და დისკუსიების ორგანიზება.

საბჭოს, როგორც საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პლატფორმის ფუნქციონირება, მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროცესში.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics