|
2018-12-20 16:36:49, 1109 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ძველ ვეძისში წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი ეწყობა
სოფელ ძველ ვეძისში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის მასშტაბური პროექტი ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელი 15 კილომეტრზე ეწყობა. მიმდინარეობს ასევე, სატუმბი სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა. ძველ ვეძისში მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „ჩვენთვის თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალსადენის ცენტრალური ქსელის მოწყობა პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, სოფელ ძველ ვეძისში მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა სასმელი წყლით 24 საათის განმავლობაში მომარაგდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. პროექტის განხორციელებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 850 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები მომავალი წლის თებერვალში დასრულდება.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)