|
2018-12-18 15:03:06, 1004 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე შსს-ში მივიდა
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა. როგორც უწყებაში შესვლამდე სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას აინტერესებს თუ რა ეტაპზეა გამოძიება. "გამომძიებელს უნდა შევხდე, ვისაც აქვს ჩაბარებული გამოძიების ახალი ეტაპი. მაინტერესებს რა ეტაპზე არის გაყალბებული საქმე და ახლა რა ხდება. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსსაც შევხდები და მაინტერესებს გავიგო ახლა რას გეგმავენ საერთოდ. მთავარი კითხვაა - სად არის ჩემი შვილის მკვლელი. არანაირი იმედი აქ მაქვს. რამე იმედი, რომ ყოფილიყო, უკვე გადადგმული ექნებოდათ რაღაც ნაბიჯები, რადგან ერთ წელზე მეტია გასული. ჩემმა უფლებადამცველმა გამოუგზავნა უწყებას ოფიციალური წერილი და შსს დაგვთანხმდა შეხვედრაზე. პროკურატურისგან არანაირი წერილი არ მიგვიღია თანახმანი არიან თუ არა შეხვედრაზე. რა თქმა უნდა ისევ ვითხოვ, მიხეილ კალანდიას დაჭერას და ასევე, ყველა გამყალბებელი პროკურორის პასუხისგებაში მიცემას", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)