13:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 14:49:58, 1406 ნახვა

სამართალი
ბუტა რობაქიძის მამა: ეს გარეწრები წავიდნენ ციხეში და იქ უნდა ჩალპნენ

ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს დარბაზში ხმაური იყო.

როგორც ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გურამ დონაძემ სასამართლო დარბაზში სანთებელა ისროლა, რომელიც საქმის პროკურორს მოხვდა.

რობაქიძის თქმით, ამავე ბრალდებულმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

გარდა ამისა, შვილმოკლულმა მამამ პროკურატურის მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 

„მადლობელი ვარ. დღეს სამართალი აღდგა. კარგად იმუშავა პროკურატურამ და მოსამართლემ ღირსეულად შეასრულა თავის ვალდებულება, დაურიგა მაქსიმუმი ამ ხალხს. ატეხეს ერთი ამბავი, როცა ხელბორკილები დაადეს. გარეწრები წავიდნენ ციხეში. სანთებელა ისროლა და მოხვდა პროკურორს, მერე მე გამიარა და დაიწყო გინება. პროკურორი დაშავებულია. რაც ეკუთნოდათ მიიღეს“, - აღნიშნა რობაქიძემ.

ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლომ ყველა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics