16:12 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 15:40:16, 2030 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია - აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება საქართველოში ინვესტიციებს 20-30 პროცენტით გაზრდის

 „მოხარული ვართ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი მიიღო, რომელიც ასევე ითვალისწინებს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტით წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლებს მოუწოდა, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვაპირებთ 2019 წელს ამ მიმართულებით მუშაობას," - განაცხადა გიორგი ქობულიამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, შეთანხმებაზე მუშაობის დროს შედგება კონსულტაციები როგორც აშშ-ის მთავრობის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან. ეს პროცესი გაზრდის საქართველოს ცნობადობას ამერიკული ბიზნესებისთვის. როდესაც შეთანხმება იქნება ხელმოწერილი, ის გახდება მნიშვნელოვანი პოზიტიური გზავნილი ამერიკის ინვესტორებისა და ბიზნეს საზოგადოებისთვის და საფუძველი, რათა მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ ამ ქვეყნიდან“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

„აშშ-დან ინვესტიციების მოზიდვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ვარაუდით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, პირდაპირი ინვესტიციები ამერიკიდან საქართველოში 20-30 პროცენტით გაიზრდება. ჩვენ ასევე გავზრდით ვაჭრობის მაჩვენებელს აშშ-სთან. ამიტომ ახალი კანონპროექტის მიმართ დიდი ენთუზიაზმით ვართ განწყობილი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics