|
2018-12-17 15:31:25, 865 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანიის „ფიტერა“ დირექტორს, მაქსიმ ბუკრეევს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანიის „ფიტერა“ დირექტორს, მაქსიმ ბუკრეევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორგანული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. საუბარი შეეხო ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა ორგანული სასუქების წარმოება-გამოყენების საკითხებს და, შედეგად, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, მოსავლიანობის ხარისხისა და რაოდენობის ზრდის, აგრეთვე, აგროეკოსისტემების შენარჩუნების მნიშვნელობას. ბელარუსული კომპანიის წარმომადგენლებმა ქართველი ფერმერების ცოდნის ამაღლების მიზნით, მათთვის კონსულტაციების გაწევის და გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვეს. შეხვედრას საქართველოში ბელარუსიის საელჩოს მრჩეველი, გენადი კლუგა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დარგობრივი უწყებებისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)