|
2018-12-16 18:57:28, 1211 ნახვა
საზოგადოება
გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან გაგრძელდება
გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაგრძელდება. ამ დროისთვის ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი გომბორის უღელტეხილზე იმყოფება, ხოლო ნაწილი თელავიდან უღელტეხილისკენ მიემართება, საიდანაც ისინი თბილისში გამოემგზავრებიან. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, პოლიციამ მათ დღეს უკანონოდ ჩაუკეტა გზა და მშვიდობიანი აქციის გამართვაში ხელი შეუშალა. „ჩამოვაყალიბებთ სამოქმედო გეგმას. დღეს რაც მოხდა, არის სრული ჩამოხსნა ფარდის, რომელიც ჰქონდა ქართულ ოცნებას. მათ აბსოლუტურად უკანონოდ შეგვიშალეს ხელი მშვიდობიან აქციაში. უკანონოდ ჩახერგეს გზა. გომბორზე რატომ დავდექით?!- აქ კიდევ ერთხელ გვინდა გაჩვენოთ,რომ აქედან უფრო მოკლეა თელავამდე, მაგრამ რადგანაც გვითხრეს წავედით გურჯაანის გზით და იქ გადაგვიკეტეს“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს გიორგი ვაშაძემ. თბილისში, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან. როგორც ისინი აცხადებენ, მთავარი მოთხოვნა კვლავ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იქნება. შეგახსენებთ, დღეს გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი ჰქონდათ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა დააზიანეს. ამასთან, დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)