01:34 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-16 15:58:54, 950 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი

„პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა, თუმცა დღეიდან კონსტიტუციით მინიჭებული უფლება-მოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო ყველას პრეზიდენტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  ინაუგურაციის ღონისძიებაზე საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, იზრუნებ იმისათვის, რომ გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება და აამაღლოს პოლიტიკური კულტურა.

ამასთან, მან მმართველ გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„თელავიდან კარგად ჩანს გასავლელი გზა, ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება. ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი. ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მე, პირველ რიგში, თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს გაერთიანებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი. მე გადავწყვიტე დღეს აქ ჩამოვსულიყავი, აქ დამედო ფიცი და აქედან მიმემართა ფართო საზოგაოდებისთვის, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც დამაკლდა მხარდაჭერა. მადლიერი ვარ მათი, ვინც ხმა მომცა არჩევნებში, მადლობელი ვარ „ქართული ოცნების“ რომელმაც როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი დამიჭირა და ამით დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა. პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა, ისიც ვიცი, რომ სხვადასხვა პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია თუნდაც ჩემი პრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით, თუმცა დღეიდან კონსტიტუციით მინიჭებული უფლება-მოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო ყველას პრეზიდენტი. საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია. ამ პასუხიმგებლობასა და ცნობიერებაზე დგას თანამედროვე სახელმწიფო. მე დავიცავ მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics