|
2018-12-14 18:42:04, 1250 ნახვა
საზოგადოება
გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა რიგით 24-ე კონფერენცია გაიმართა
პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა რიგით 24-ე კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათაშორისო საბჭოს მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიშის მნიშვნელობას და პარიზის შეთანხმების გლობალური მიზნის შესასრულებლად საქართველოს მიერ დაგეგმილი ინიციატივების და ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილე „გარემოს დაცვის ინტეგრირებული ჯგუფის” ფარგლებში, შვეიცარიის, ლიხტენშტეინის, სამხრეთ კორეის, მექსიკის და მონაკოს გარემოს დაცვის მინისტრებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნების მწვანე ეკონომიკის განვითარების საკითხები და აღნიშული მიმართულებით დაგეგმილი პოლიტიკა განიხილეს. კონფერენციის ფარგლებში ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების, ენერგეტიკის და კლიმატის კომიტეტის შეხვედრაში, სადაც აღნიშნა, რომ ენერგეტიკის და კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოსთვის წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას, გააძლიეროს დაბალემისიანი განვითარებისადმი სწრაფვა და ამ მიმართულებით ეკონომიკის განვითარება. კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ექსპერტები, კერძო და სამეცნიერო სექტორების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)