16:12 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 15:30:07, 2101 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევა აუცილებლად მიგვიყვანს თანამედროვე ევროპამდე

 „ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევა ის მიმართულებაა, რომელიც საქართველოს აუცილებლად მიიყვანს თანამედროვე ევროპამდე, ეს არის გზა მდგრადი განვითარებისკენ," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების კონკურსის Meliora დაჯილდოებაზე.

ეკატერინე მიქაბაძემ სადაზღვევო კომპანიის „ჯიპიაი ჰოლდინგის" წარმომადგენელს გადასცა ჯილდო „კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის ბაზარზე"  კომპანიის მიერ განხორციელებული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, „საბოლოო ჯამში, მოგებული დარჩება არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანია და იქ დასაქმებული ადამიანები, არამედ მთლიანად ქვეყანაც და მისი ბიზნეს გარემო იქნება კიდევ უფრო მიმზიდველი პოტენციური ინვესტორებისთვის, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია".

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების კონკურსის Meliora 2018 წელს დაარსდა. მისი ორგანიზატორია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, რომელმაც კონკურსი ჩაატარა ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, თბილისის მერიასთან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან, შვედეთის საელჩოსთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების კონკურსის Meliora მხარდაჭერი იყო.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics