|
2018-12-14 12:51:49, 847 ნახვა
საზოგადოება
ქუვეითის დელეგაცია აღსრულების სისტემაში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა
აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასა და სააღსრულებო წარმოების სპეციფიკას ქუვეითის დელეგაცია გაეცნო. სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია ქართული სააღსრულებო სისტემის, პროცედურებისა და ეტაპების დაგეგმარების, ბიუროს ელექტრონული და არა სააღსრულებო სერვისების შესახებ. მათი განსაკუთრებული ინტერესის სფეროში ელექტრონული საქმისწარმოება და აუქციონი მოექცა. აღფრთოვანება დაიმსახურა ფაქტების კონსტატაციისა და გამარტივებული საქმისწარმოების სერვისებმა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სტუმრებს სააღსრულებო წარმოების ახალი კოდექსის პროექტით დაგეგმილი ინოვაციური რეფორმები და ინსტიტუციური ცვლილებებიც წარუდგინა, რომლითაც საქართველოში სრულიად ახალი სააღსრულებო მოდელი იქმნება. ქუვეითის დელეგაცია საქართველოს პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) ორგანიზებითა და მსოფლიო ბანკის (WBG) მხარდაჭერით სტუმრობს. დელეგაცია ქუვეითის პირდაპირი ინვესტიციების ხელშეწყობის ორგანოს (KDIPA) ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით არსებული კომიტეტის წევრებისგან შედგება. სასწავლო ტური ორგანიზებულია მსოფლიო ბანკის პროექტის "საინვესტიციო გარემოს რეფორმის ხელშეწყობა ქუვეითში" ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს ქუვეითის მთავრობას Doing Business ინდიკატორების გასაუმჯობესებლად შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში. დელეგაცია ეცნობა საქართველოს გამოცდილებას ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებს. საქართველოს გამოცდილების გაზიარება ქუვეითის საინვესტიციო სააგენტოს დაეხმარება ბიზნეს-გარემოსა და Doing Business რეიტინგების გასაუმჯობესებლად ეროვნული რეფორმის მომზადებაში.
(NS)
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)