|
2018-12-13 18:18:44, 1977 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ „ნოვას“ ახალი საწარმო გახსნა
„სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ასეთი კარგი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია,რათა უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ და წინ დავძრათ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვას" ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი ქობულიას თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი საწარმო არა მარტო ადგილობრივი, არამედ საექსპორტო ბაზრებისთვისაც. „კომპანია, რომლის ახალი საწარმოც დღეს გავხსენით, ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთი მაგალითია. ამ პროექტში ჩაიდო 12 მლნ ლარამდე ინვესტიცია, აწარმოებს სამშენებლო მასალებს და აქვს ლოგისტიკური ცენტრი. ეს ასევე კარგი მაგალითია იმის, რომ ასეთი საწარმო საქართველოში შეიძლება კონკურენტუნარიანი იყოს არამარტო ადგილობრივ ბაზარზე, არამედ ექსპორტზეც. კომპანია „ნოვამ" ჩაანაცვლა იმპორტის უმეტესი ნაწილი და ასევე შეძლო პროდუქციის გატანა მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ასეთი, კონკურენტუნარიანი საწარმოები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საფინანსო, სახელმწიფო და კერძო სექტორების ასეთი კარგი თანამშრომლობა, რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ და წინ დავძრათ ამ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. „ნოვას" ახალი საწარმო და სასაწყობე ინფრასტრუქტურა თბილისში, 24 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ევროსტანდარტების შესაბამისი საწარმოო ხაზების, სასაწყობე მეურნეობის გამართვას და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას 12 მილიონი ლარის ინვესტიცია მოხმარდა. პროექტის ფარგლებში „ნოვამ" მეტალოკრამიტის და პროფნასტილის სასახურავე მასალის, სასახურავე მასალის აქსესუარების, მეტალოკრამიტის არმირების პროფილების საწარმოო ხაზები გააფართოვა. პროექტი EBRD-ის და „თიბისი ბანკის" მხარდაჭერით განხორციელდა. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, „ნოვა" 100-მდე დასახელებისწყლის პოლიეთილენის ავზს, 100-მდე დასახელების თუნუქის ნაწარმს - სასახურავე მასალას და აქსესუარებს, თაბაშირ-მუყაოს პროფილებს, აქსესუარებს და მეტალოპლასტმასის არმირების პროფილებს აწარმოებს. კომპანიის საკუთრებაშია ქალაქ თბილისში არსებული საგამოფენო დარბაზი და სასახურავე მასალების ქარხანა, ასევე საგამოფენო დარბაზი, სასახურავე მასალების ქარხანა და ავზების საწარმო ქალაქ ბათუმში და აქტიურად მიმდინარეობს 10 000 კვ.მ ფართობზე განთავსებული სასაწყობე-საწარმოო მეურნეობის მოწყობა ადლიის ფილიალში. აღსანიშნავია, რომ „ნოვას" აჭარაში მდებარე ფილიალი 2017 წელს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით გაიხსნა - პროგრამას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, EBRD-ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში „ნოვაში" შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტი OHSAS 18001:2007 ინერგება. „ნოვას" ახალ საწარმოსა და სასაწყობე მეურნეობაში 60-მდე, ხოლო მთლიანად თბილისისა და ბათუმის ქარხნებში 320 ადამიანია დასაქმებული.
(NS)
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)