|
2018-12-11 15:23:16, 1302 ნახვა
კომენტარი
ჯონდი ბაღათურია: არ გამაჩნია ინფორმაცია იუსტიციის სისტემის რომელიმე თანამშრომლის მიერ გადაცდომის შესახებ
ჯონდი ბაღათურია იუსტიციის სამინისტროსადმი გუშინ სატელევიზიო ეთერში მის მიერვე გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „იუსტიციის სამინისტრო და მისი მოხელეები ხსენებულ საკითხთან არანაირ კავშირში არ არიან". იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის" თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურიას დღეს დაუკავშირდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოკითხა. ჯონდი ბაღათურია გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარ თემაში" წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ თითქოსდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 2500 მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად წინასწარ იყო აღებული გარკვეული თანხა. „2500 ქეისი გამზადებულია გადასაფორმებლად. ჩვენი ინფორმაციით, ამაში წინასწარ ფულია აღებული და დანარჩენიც კიდევ ასაღებია", − აცხადებდა ბაღათურია. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დღეს დილითვე ჯონდი ბაღათურიას მისი განცხადების შესახებ ახსნა-განმარტება და დანაშაულის არსებობის შესახებ ინფორმაცია სთხოვა. უწყების გენერალურ ინსპექციასთან საუბრისას ბაღათურიამ განმარტა, რომ, მისი ინფორმაციით, „იუსტიციის სამინისტრო და მისი მოხელეები ხსენებულ საკითხთან არანაირ კავშირში არ არიან". ბაღათურიას თქმით, იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სახლი მან მხოლოდ იმის გამო ახსენა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ იუსტიციის სახლში შეტანილი განაცხადების რაოდენობასთან დაკავშირებით ჰქონდა ინფორმაცია იუსტიციის სახლის თანამშრომლებისგან. მანვე დაზუსტებით განმარტა, რომ მას არ გააჩნია ინფორმაცია იუსტიციის სისტემის რომელიმე თანამშრომლის მიერ მიწის ნაკვეთების უცხოელებზე რეგისტრაციისათვის ფულადი თანხების აღებასთან დაკავშირებით და რომ მის მიერ გაჟღერებული თანხის ამღებებში იგი არ გულისხმობდა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს. იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავოს ისეთი დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც აზიანებს ქვეყნის ინსტიტუტების იმიჯს.
(NS)
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)