23:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 15:14:40, 1444 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი პურის ფასის ზრდაზე - მივმართავ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში, რასთან გვაქვს საქმე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შესაბამის პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება და შესაბამის ორგანოებს ვითარების უმოკლეს ვადებში შესწავლისკენ მოუწოდებს.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან, რაც დაუშვებელია.

„მინდა შევეხო დღევანდელ ინფორმაციას, რომ მოხდება პურის ფასის მკვეთრი ზრდა. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის საშუალებას ვერავის მივცემთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics