|
2018-12-10 14:54:19, 991 ნახვა
საზოგადოება
საპროტესტო აქციის გამო, იუსტიციის სახლი მომხმარებელს შეფერხებით ემსახურება
იუსტიციის სახლთან, დღეს, დილის 09:00 საათიდან მიმდინარე აქციის გამო, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მორატორიუმის ნაწილობრივ გაუქმებას ეხება, იუსტიციის სახლი მომხმარებელს შეფერხებით ემსახურება. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი, შეხვდა აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრ ემზარ კვიციანს და ზვიად ტომარაძეს. შეხვედრისას გივი აზაურაშვილმა, მოქალქეთა ინტერესების გათვალიწინებით, სთხოვა საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებს, რომ აქცია 5 მეტრით მოშორებოდა იუსტიციის სახლის შესასვლელს, რათა მოქალაქეებს არ შეზღუდვოდათ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის უფლება. გივი აზაურაშვილმა ასევე განუმარტა, რომ იუსტიციის სახლი არ შეუშლის ხელს მათ გამოხატვის თავისუფლებაში, თუმცა ამავე დროს საჯარო ორგანიზაცია, ვალდებულია დაიცვას მოქალაქეთა უფლებები, რომელიც სერვისის მიწოდების შეფერხების გამო ირღვევა. შეგახსენებთ, რომ მიწის რეგისტრაციის გარდა იუსტიციის სახლი 400-მდე სხვა სერვისსაც გასცემს. ამ ეტაპზე იუსტიციის სახლის შესასვლელებთან კვლავ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, ხოლო მომხმარებელთა ნაკადის მიღება ჩვეულ რეჟიმში კვლავ ვერ ხორციელდება.
(NS)
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)