|
2018-12-06 17:23:22, 920 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორია - „Agile Spirit 2019”-ში ამფიბიური და კიბერ ელემენტების ჩართულობა იგეგმება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის რეფორმების შემაჯამებელ გამოსვალზე საერთაშორისო სწავლებებში შეიარაღებული ძალების ჩართულობის მნიშვნელობაზე და სიახლეებზე ისაუბრა. ლევან იზორიას თქმით, მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019”-ში ამფიბიური და კიბერ ელემენტების ჩართულობა იგეგმება. „წელს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ პოზიტიური დინამიკა ყველაზე მაშტაბური საერთაშორისო სწავლებების მიმართულებით, როგორიც არის “Noble Partner” და “Agile Spirit”. “Noble Partner”-ზე მინდა გითხრათ, რომ წელს 12 ქვეყანა მონაწილეობდა, ანუ სწავლებას დაემატა 6 ახალი ქვეყანა. სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 3000 აჭარბებდა, რაც არის ძალიან სასიხარულო ფაქტი. რაც შეეხება “Agile Spirit”-ს, ის დასავლეთ საქართველოში წელს პირველად ჩატარდა. შეიძლება ითქვას ეს არის ყველაზე ამბიციური სწავლებების ერთგვარი წინა რეპეტიცია. „Agile Spirit” მომავალ წელს საქართველოში უკვე ამფიბიური და კიბერ ელემენტების ჩართულობით ჩატარდება. ეს საქართველოში პირველად ხდება და გვინდა, რომ დაახლოებით 28 ქვეყანამ მიიღოს მონაწილეობა, ასე რომ ეს დინამიკა გრძელდება. ხოლო ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებაზე, ჩვენ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ბევრი ქვეყნისგან უკვე მივიღეთ თანხმობა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)