|
2018-12-06 17:05:03, 2150 ნახვა
სამხედრო
იზორია: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით მიღწეული წარმატებები ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის სამაგალითოა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის დეტალური ანგარიში წარუდგინა. ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კონფერენციაზე, ნატოს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ საქართველო ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის სამოდელო ქვეყანა. „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ეროვნული დონის პრიორიტეტია, რომელიც 14 ინიციატივას მოიცავს. მინდა აქტიური ჩართულობისთვის განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ყველა ქვეყანასა და ექსპერტებს. ჩვენი მიღწევები, სწორედ, ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ინიციატივის ფარგლებში, საქართველო იორდანიისთვის გამოცხადდა როგორც სამოდელო ქვეყანა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით მიღწეული წარმატებები ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის სამაგალითოა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)