22:05 - 08 Jul, 2026
|
2018-12-06 16:49:30, 1281 ნახვა
პოლიტიკა
რეჯეპ ტაიფ ერდოღანი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი საქართველოს არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს. "მივიღე ინფორმაცია, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურზე მიიღეთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევისათვის საჭირო ხმათა უმრავლესობა. გილოცავთ, ხალხის ხმებით, ამ საპატიო თანამდებობაზე არჩევას. მოხარული ვიქნები, თქვენთან ერთად ვიმუშაო, თურქეთისა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა სფეროში კიდევ უფრო განსავითარებლად. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ ხალხს - კეთილდღეობა და აღმავლობა", - აღნიშნულია მილოცვაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)