|
2018-12-06 13:19:14, 1158 ნახვა
საზოგადოება
მეუფე შიო: ნიკა რურუა იყო ადამიანი, რომელიც სადაც არ უნდა წასულიყო, დიდ წარმატებას მიაღწევდა
წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა რურუას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდს რუსუას ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები, პოლიტიკოსები და თანამოაზრეები იმყოფებიან. ადგილზე ასევე პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო იმყოფება, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და პარაკლისი გადაიხადა. "ჩვენ დღეს აქ მოვიტანეთ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამძიმრის წერილი, დავლოცეთ მისი სული და ვლოცულობთ მისი სულის შეწყალებისთვის, ღმერთმა აცხონოს და გაანათლოს. ის იყო ადამიანი, რომელიც სადაც არ უნდა წასულიყო დიდ წარმატებას მიაღწევდა. გამოვთქვამ ძალიან დიდ მწუხარებას", - განაცხადა მეუფე შიომ. შეგახსენებთ, რომ ნიკა რურუა 50 წლის ასაკში 4 დეკემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)