|
2018-12-05 20:53:22, 1422 ნახვა
პოლიტიკა
პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს. „თქვენო აღმატებულებავ, უკრაინელი ხალხის სახელით და პირადად ჩემგან გულწრფელად მოგილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას. საქართველოსა და უკრაინას ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს არა მხოლოდ დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა, ღრმა პატივისცემა და ურთიერთგაგება, არამედ ორივე ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული საერთო გამოწვევები და საფრთხეები. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს მიერ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრულ მხარდაჭერას. თავის მხრივ გარწმუნებთ, რომ უკრაინა ყოველთვის დაიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ერთობლივი ძალისხმევით და მთელი თავისუფალი დემოკრატიული სამყაროს კონსოლიდაციით, ჩვენ შევაჩერებთ აგრესორ ქვეყანას და მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების სრულ დეოკუპაციას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები შემდგომშიც განვითარდება ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში დემოკრატიული განვითარების, ორივე სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის და ჩვენი ხალხების ევროპული მომავლის ინტერესებში. გისურვებთ გამხნევებას და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ხოლო ქართველ ხალხს მშვიდობას, კეთილდღეობას და აყვავებას“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის მილოცვაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)