|
2018-12-05 19:15:04, 1756 ნახვა
პოლიტიკა
ბასა ფოცხიშვილი - ინაუგურაციის ცერემონია უნდა იყოს ქართულიც და ამავდროულად, ევროპულიც
„საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა იყოს ღირსეული, დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართული და ამავდროულად, ევროპულიც,- ამის შესახებ ინაუგურაციის სცენარის ერთ-ერთმა რეჟისორმა, ბასა ფოცხიშვილმა ჟურალისტებს განუცხადა. ფოცხიშვილის თქმით, ის შემოქმედებითი ჯგუფის წევრია და ინაუგურაციის ღონისძიების მომზადება, მისთვის პატივი და პასუხისმგებლობა იქნება. „ეს იქნება ჩემთვის უდიდესი პატივი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ გავაკეთო პრეზიდენტის ინაუგურაცია და მადლიერი ვარ, რომ შემოქმედებით ჯგუფში მეც ვარ. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ღირსეული, დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართულიც და ევროპულიც ამავდროულად. ჩემს ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ და ვეცდები, კარგი ინაუგურაცია გამოვიდეს. შემოქმედებით ჯგუფში არის მხატვარი თამარ ფოცხიშვილი, რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე. ძალიან დიდი ჯგუფი არის, რომელიც იმუშავებს, რადგან ბევრ ღონისძიებას მოიცავს და რთული გასაკეთებელია. ცალ-ცალკე სცენარები არ განიხილება, სხვადასხვა ღონისძიებაზე მიმდინარეობს მუშაობა. დღეს მივიღეთ ოფიციალური დასტური და დღეს დავიწყებთ მუშაობას“, – განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა. ცნობისთვის, ინაუგურაციის მოსამზადებლად სპეციალურ კომისიას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეიქმნა, კახა კახიშვილი ხელმძღვანელობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)