|
2018-12-05 18:50:26, 1546 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - თელავმა არ მომცა ხმა და მინდა ამით ვაჩვენო, რომ ვარ ყველას პრეზიდენტი
„თელავმა არ მომცა ხმა, ეს არის ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი“, - ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ნაუგურაციის ჩატარების ადგილად თელავის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს მისი ინიციატივა იყო. „იყო რამოდენიმე სცენარი, მაგრამ ჩემი წინადადება იყო თელავი, იმიტომ რომ ჩემი მთელი წინასაარჩევნო კამპანია იყო ამ თემაზე რომ ჩვენ უნდა რეგიონები ამოვწიოთ, რომ განვითარდეს რეგიონები, იმიტომ რომ რეგიონების განვითარების არ იქნება საქართველოს განვითარება და მე ვთვლი რომ ძალიან სწორი არჩევანი არის თელავი. მეორე მიზეზი იყო რატომაც მე არჩევანი გავაკეთე თელავზე და ეს არავისთვის საწყენი არ არის სხვა რეგიონებიდან, ეს იმიტომ, რომ თელავმა არ მომცა ხმა, ეს არის ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი, თუნდაც იმ ადამიანების რომლებმაც მე ხმა არ მომცეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)