18:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 15:56:24, 569 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურისტული პროდუქტები, ვარშავის ტურისტულ გამოფენაზე იქნა წარმოდგენილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ვარშავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა.

დეპარტამენტი გამოფენაზე  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

ვარშავის ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი აქტიური გამოფენაა მსოფლიოში. მასში  ასობით ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლები სარეკლამო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს სტენდი გამოფენაზე პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა მოინახულა.

პოლონეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება ბოლო წლებია აქტიურად მიმდინარეობს. წლის განმავლობაში დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას ვარშავის ტურისტული გამოფენის გარდა კატოვიცესა და ვროცლავის ტურისტულ გემოფენებზე უწევს. გარდა ამისა, ანხორციელებს აქტიურ ონლაინ  და გარე რეკლამას პოლონეთის მსხვილ ქალაქებში, ორგანიზებას უწევს პრესს და ინფოტურებს, რის შედეგადაც აჭარის შესახებ სტატიები და რეპორტაჟები პოლონურ მედიაში ქვეყნდება. მათ შორის გამორჩეულია National Georgrapic Traveler- ის სტატიები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ. რეგიონის რეკლამირება პოლონეთში სამომავლოდაც გაგრძელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics