|
2018-12-05 15:03:52, 1466 ნახვა
პოლიტიკა
ჯანი ბუკიკიო ზურაბიშვილს: ვენეციის კომისია მზად იქნება მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას რეფორმების გატარებაში
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. როგორც ბუკიკიომ აღნიშნა, ვენეციის კომისია მზად იქნება საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას რეფორმების გატარებაში მხარი დაუჭიროს. „დიდი სიამოვნებით შევიტყვე თქვენი საქართველოს პრეზიდენტად არჩევა. ეს არჩევნები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლო ჯერ ირჩევდა. ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი თანამშრომლობა, როდესაც თქვენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყავით. იცოდეთ, რომ ვენეციის კომისია ყოველთვის მზად იქნება მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას რეფორმების გატარებაში. გისურვებთ წარმატებებს თქვენს მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია ჯანი ბუკიკიოს მისალოც წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)