|
2018-12-04 11:36:21, 956 ნახვა
საზოგადოება
6 დეკემბერს სადგურ ჭალადიდის გადასასვლელზე მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „საქართველოს რკინიგზა“ სადგურ ჭალადიდში გეგმავს, 2018 წლის 6 დეკემბერს დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის 1 კმ-ზე, სად. ჭალადიდში დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ფენილის შეკეთების სამუშაოების წარმოებას. დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოების განსახორციელებლად, საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის მე-17 კმ-ზე, რა დროსაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ქვალონი-ჭალადიდის მე-17 კმ-ზე, არსებული გადასასვლელის გამოყენებით (ე.წ ხორგის გადასასვლელი). „საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნებიან სათანადოდ აღჭურვილი სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას“, - აცხადებენ დეპარტამენტში.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)