|
2018-12-03 17:49:30, 1598 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი - პრეზიდენტის უფლებამოსილების ცივილური გადაბარებისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გიორგი მარგველაშვილისა და საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ცივილური გადაბარების პრეცენდენტის შესაქმნელად პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს. გიორგი აბაშიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უფლებამოსილების გადაბარების ეს დემოკრატიული პრეცედენტი სამაგალითო იქნება შემდგომი პრეზიდენტებისათვის. „საინტერესო შეხვედრა გვქონდა არჩეული პრეზიდენტის გუნდის წევრთან ბატონ ლაშა ჟვანიასთან. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაბარება ცივილურად განხორციელდეს. ადმინისტრაციის ყველა რგოლში მუშაობენ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლები და თითოეული მათგანის კვალიფიკაცია ჩვენ ქვეყანას ძალიან სჭირდება“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)