13:30 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-02 15:35:26, 1093 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან კამპანიაში.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, სამინისტროს ინიციატივით, თბილისის N77 საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო  შეხვედრა ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი მოზარდებს დეპარტამენტის ფუნქციებზე, ამოცანებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა. სამინისტროს წარმომადგენელმა უფროსკლასელებს, ასევე, გააცნო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო სერვისების დანიშნულება და ფუნქციები, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობა და არსებული ინსტრუმენტები.

შეხვედრის მიზანი იყო არასრულწლოვნების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირება ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობის შესახებ.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებმაც ახალშექმნილი სამსახურის სპეციფიკის, მართლწესრიგის ოფიცრის როლსა და ფუნქციებზე ისაუბრეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა  შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებსაც უპასუხეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics