|
2018-12-02 11:35:15, 1013 ნახვა
საზოგადოება
შსს-ში გამომძიებლების ვაკანტურ პოზიციაზე 300-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, გამომძიებლების ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღება 21 ნოემბერს დაიწყო. ამ დროისთვის უწყებაში 300-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, მათი ნახევარი რეგიონებიდანაა. სამინისტრო იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს აძლევს შანსს, გაიაროს კონკურსი და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მოხვდეს. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები ფასიან სტაჟირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გაივლიან. სისტემური განახლების ფარგლებში, სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმა მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ გამოძიების ხარისხის გაზრდაა, როგორც კვალიფიკაციის ამაღლების და სისტემის შიგნით ფუნქციების გამიჯვნის, ასევე, საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო უფლებამოსილებების მკაფიოდ განსაზღვრის გზით. უწყებამ უკვე შეაფასა მოქმედ გამომძიებელთა კვალიფიკაცია. მიღებული შედეგების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გამომძიებელთა პროფესიული გადამზადების მოდული შემუშავდა. ასევე, სამინისტროს მიერ შემუშავებულია გამომძიებელთა საბაზისო მომზადების პროგრამა, გაიზარდა გამომძიებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამტკიცდა სამსახურში მიღების ახალი წესი, რომლის მიზანიც არის უწყებაში მოტივირებული კადრების დასაქმების ხელშეწყობა.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)