|
2018-11-30 14:54:56, 869 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ანდრო ასლანიშვილი წარუდგინა. სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიით იურისტს, ანდრო ასლანიშვილს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2013-2015 წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის, ხოლო 2015 წლიდან ამავე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. აღნიშნულ პერიოდში კოორდინაციას უწევდა ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას. 2018 წლის აპრილიდან აგვისტომდე ანდრო ასლანიშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა და რთვლის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწორედ 2018 წელს ჩატარდა თითქმის ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე წარმატებული და ორგანიზებული რთველი. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ახალი ხელმძღვანელის წარდგენასთან დაკავშირებული შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს დარგობრივი მიმართულებების ხელმძღვანელებმა მინისტრს ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, სამომავლო გეგმები და არსებული პრობლემები გააცნეს. ინსტიტუციური გაძლიერება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა - ეს ის მნიშვნელი პრიორიტეტებია, რომლის განხორციელებასაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გეგმავს.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)