|
2018-11-30 14:40:27, 1150 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ
4-5 დეკემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც 4 დეკემბერს შედგება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხთა სრული სპექტრი. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. „აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ივლისში ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დონეზე საქართველოსა და უკრაინასთან, რომელიც რეგიონალური უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას მიეძღვნა. მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს საგარეო მინისტერიალის ფარგლებში კვლავ გაიმართება შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან. ასეთ მაღალ დონეზე საქართველოს მონაწილეობით შეხვედრების გამართვა იმის ნათელი დასტურია, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და შესაბამისად, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მნიშვნელობას ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ასევე მონაწილეობას მიიღებს 5 დეკემბერს დაგეგმილ ჩრდილატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის (RSM) ფორმატში. მინისტერიალის პარალელურად, გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)