20:27 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 20:02:10, 569 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთმა ქართულ მხარეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარება შესთავაზა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმერ პუჩკოვმა ქართულ მხარეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარება შესთავაზა. РИА Новости-ის ინფორმაციით, საქართველოში, სტიქიის ზონაში გამოსამგზავრებლად სპეციალური აღჭურვილობით, სამაშველო ჯგუფის 100-ზე მეტი წარმომადგენელია მზად.

„საგანგებო სიტუაციების მინისტრმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური შეტყობინება გაგზავნა, სადაც თანაგრძნობა გამოხატა სტიქიის შედეგად გარდაცვლილებთან დაკავშირებით და ქართულ მხარეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარება შესთავაზა“, - აცხადებენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში.

რუსული მხარის მიერ საქართველოს შსს-ში გაგზავნილ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ საქართველოში გამოსამგზავრებლად მზადაა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ორი თვითმფრინავი, სპეციალური სამაშველო აღჭურვილობით. ასევე 100-ზე მეტი საერთაშორისო დონის მაშველი, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ მსგავსი სტიქიების ლიკვიდაციაში, როგორც რუსეთში, აგრეთვე საზღვარგარეთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics