|
2018-11-30 10:43:12, 988 ნახვა
პოლიტიკა
მერკელი: გერმანია თვალს ვერ დახუჭავს საქართველოში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში რუსეთის ქმედებებზე
"გერმანია თვალს ვერ დახუჭავს საქართველოში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში რუსეთის ქმედებებზე", - ამის შესახებ გემანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. როგორც მერკლემა აღნიშნა, ქვეყნები, რომლის მეზობელიც რუსეთია, ვერ ახერხებენ ისეთ განვითარებას, როგორც ეს მათ სურთ. მაგალითად გერმანიის კანცლერმა საქართელოს ოკუპირებული რეგიონები დაასახელა. „ჩვენ შემოგვაქვს სანქციები რუსეთს წინააღმდეგ იმითვის, რომ ცხადად ვანახოთ, რომ ქვეყნებს, მიუდეხედავად იმისა რომ ისინი რუსეთის საზღვრებთან ახლოს მდებარეობს, აქვთ დამოუკიდებლად განვითარების უფლება. ეს საერთაშორისო სამართლის საფუძველია. ხშირად მეკითხებიან არის თუ არა რუსეთთან დაახლოების შესახებლობა. მეც მინდა, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალი იმას, რომ ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის მსგავსი ქმედებები არ განმეორდეს. თუკი შეხედავთ რუსეთის სამეზობლოს, საქართველოში არის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, მოლდოვაში - დნესტრისპირეთი, აზერბაიჯანსა და სომხეთში - მთიანი ყარაბაღი, უკრაინაში - აღმოსავლეთ რეგიონები. ანუ არსებობს მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლებსაც არა აქვთ საშუალება, განვითარდნენ ისე, როგორც მათ სურთ და ჩვენ გერმანიაში ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ“, - განაცხადა მერკელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)