|
2018-11-29 15:57:05, 1309 ნახვა
პოლიტიკა
კრემლი: ვიცით ზურაბიშვილის გამარჯვების შესახებ, თუმცა ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე თბილისის პოზიციას ველით
კრემლი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა რუსეთთან ურთიერთობების განვითარების შესაძლო პერსპექტივაზე თბილისის პოზიციის გაჟღერებას ელოდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. "რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვადევნებთ საინფორმაციო შეტყობინებებს, რომლებიც საქართველოდან მოდიოდა. ვითვალისწინებთ ინფორმაციას და ფაქტს კანდიდატის გამარჯვების შესახებ. გვირჩევნია დაველოდოთ პირველ განცხადებებს და რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების განვითარების შესაძლო პერსპექტივების შეფასებას. ორი ერი ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლად რჩება, თუმცა სახელმწიფოთაშორისი კავშირები უკეთესის სურვილს ტოვებს", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. საარჩევნო უბნების 100%-ის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 59.52% მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)