|
2018-11-29 15:42:53, 1126 ნახვა
პოლიტიკა
ვიგენენი: ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებამ სახელმწიფოსა და პარტიას შორის ხაზი წაშალა
ეუთო-ს მოკლევადიანი მისიის სპეციალური კოორდინატორის კრისტიან ვიგენენის განცხადებით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. როგორც ვიგენენმა აღნიშნა, არჩევნების მეორე ტური კონკურენტული იყო, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრი ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდებოდა. "მეორე ტური დადებითად შეფასდა. იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, თუმცა ჩვენ უნდა აღვნიშნოთ უარყოფითი ხასიათი საინფორმაციო კამპანიის, რომელიც ძირს უთხრიდა პროცესს. მკაცრი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, რომელმაც სახელმწიფოსა და პარტიას შორის ხაზი წაშალა, მძაფრი პოლარიზაცია, მიკერძოება საჯარო მაუწყებლისგან, ობიექტურობას ვერ უზრუნველყოფდა. ამავდროულად ეს იყო უნიკალური არჩევნები, რადგან ქვეყანაში პირველად ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და ასევე იმის გამო, რომ მოსახლეობამ პრეზიდენტი პირდაპირი წესით ბოლო ჯერ აირჩია. ჩვენი მიზანია, რომ საარჩევნო პროცესი იყოსგაუმჯობესებული", - განაცხადა ვიგენენმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)