|
2018-11-28 12:54:46, 1521 ნახვა
საზოგადოება
12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 19.6% შეადგინა - ვიდეო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 19.6% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 648 551 ამომრჩეველია. პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ, 12:00 სთ-ის მონაცემებით შეადგინა 15.95%, რაც რაოდენობრივად იყო 558 755 ამომრჩეველი. მისივე ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი ყველასთვის ხელმისაწვდომ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით 3 703 საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო. არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის, რომლებმაც პირველ ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. ესენი არიან გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაში“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)