2018-11-27 15:20:46, 3042 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი: გაუგებარია თუ რატომ აწვდიან შეიარაღებას აზერბაიჯანს ის ქვეყნები, რომლებიც სომხეთის მოკავშირეები არიან
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, გაუგებარია თუ რატომ აწვდიან შეიარაღებას აზერბაიჯანს ის ქვეყნები, რომლებიც სომხეთის მოკავშირეები არიან. ინფორმაციას Sputnik Armenia ავრცელებს.
როგორც ფაშიანიანი აღნიშნავს, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრებმა უნდა გაარკვიონ სამოკავშირეო ვალდებულებები ერთმანეთთან მიმართებაში.
„იცით რა ვალდებულებები გააჩნია ОДКБ-ს ჩვენს წინაშე და პირიქით. გაუგებარია თუ რატომ აწვდიან შეიარაღებას ბაქოს ის ქვეყნები, რომლებიც სომხეთის მოკავშირეები არიან. ბოლოს და ბოლოს უნდა გავერკვიოთ თუ ვისი იმედი შეიძლება გვქონდეს და ვისი - არა. გულწრფელად გვსურს ეს თემა ჩვენს მოკავშირეებთან განვიხილოთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ავტორი: ,