|
2018-11-23 00:47:39, 1540 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილს რევოლუცია უნდა - უკრაინული საიტი ფარულ ჩანაწერს ავრცელებს - ვიდეო
უკრაინული ვებგვერდი zdes.com.ua აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი. აუდიოჩანაწერის თანახმად, სააკაშვილი უკმაყოფილოა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში რევოლუციური განწყობა არ აქვთ და პროცესები მისი სასურველი სცენარით არ მიმდინარეობს. ვებგვერდზე განთავსებულ აუდიოჩანაწერში ისმის შემდეგი საუბარი:
მიხეილ სააკაშვილი – თქვენ რაღაცა არა ხართ რევოლუციის ხასიათზე; გიორგი ვაშაძე – დღეს, მართლა გეუბნები, ახლა ბაქრაძეც იქ იყო, „კაროჩე“ ფული, ფული, ფული, აკერიათ პირზე, ფულის გარეშე რა ჩემი ყ… უნდა ვქნათ, რა აზრი აქვს. ვეუბნები, ბიჭო, დავიწყოთ მაგის დედა ვატირე, თუ არ დავიწყეთ, რა ფული მოვა? ხომ უნდა თქვას, რომ რაღაც შედეგზე შეიძლება გავიდნენ რაა, სიტყვაზე ვამბობ … მიხეილ სააკაშვილი – მე მაგ ინტრიგებში ჩარევას არ ვაპირებ, არ მინდა, ზოგადად, მაინტერესებს, მიყვარხართ, კაი ბიჭები ხართ, მაგრამ რა გიყოთ ახლა, არ მიგატოვებთ … გიორგი ვაშაძე – ნერვები მეშლება „პროსტა“, რა, რისი იმედი აქვთ მაგ ყ…ბეს ? მიხეილ სააკაშვილი -ჰო და მთელი აქცია სინამდვილეში, როგორც კი ესენი ამას გააკეთებენ, ფულის პონტია და ვსიო „ნახუი“, ვაშაძე არ იწვევს ახლა ხალხში სიყვარულს, მარა, მეორეს მხრივ, ვაშაძე არის აქტიური ტიპი; გიორგი ვაშაძე – თვითონაც არ მიაჩნია თავი კაცად, თორე სხვას რომ მიაჩნდეს .. რა არის ისეთ ყ… ბაზრობს ხოლმე, ხალხი გამო…ბულია; მიხეილ სააკაშვილი – საბოლოო ჯამში შეგვიძლია გადავავადოთ ამათი დამხობა ან დროზე დავამხოთდა თუ იტყვის რიგგარეშე არჩევნებს, ბოდიშს ვიხდი უნდა გადაიყვანოთ სიტუაცია რევოლუციურზე, ძაან მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლების მოედანზე გადავიტანოთ; გიორგი ვაშაძე – ხომ ხედავ, რომ ვერ ვშვებით; მიხეილ სააკაშვილი – არის დავალებები, რომელიც უნდა სრულდებოდეს, მე არ ვარ შეჩვეული, როცა არ სრულდება; გიორგი ვაშაძე – ისრაელთან დაკავშირებით მთელი ამბავია ატეხილი, გუშინ ღამე ვეკონტაქტებოდი რა; მიხეილ სააკაშვილი – მაგ ღორების დედაც… „პროსტა“, ისიც იფიქრეთ, იქ 1000 დაინტერესებული პრ.. ია ადეიშვილის გამწარებული.
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)