|
2018-11-22 14:31:17, 966 ნახვა
საზოგადოება
შარტავას ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგა
კოსტავას და შარტავას ქუჩებზე, გზის ორივე მხარეს ე.წ. „ბასლეინების“ დახაზვის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა. შარტავას ქუჩაზე N14, N29 და N49 ავტობუსებისა და N11, N30, N66, N88 და N208 მიკროავტობუსების, ხოლო კოსტავას ქუჩაზე N51 და N91 ავტობუსები და N145 და N202 მიკროავტობუსები უკვე ორმხრივად მოძრაობენ. კოსტავასა და შარტავას ქუჩების ახლადრეაბილიტირებულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების დახაზვა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ქუჩებზე ე.წ. „ბასლეინების“ ორივე მიმართულებით მოწყობის რეკომენდაცია საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფრანგულმა კომპანია „სისტრამ“ შეიმუშავა. რეაბილიტირებულ მონაკვეთზე „ბასლეინები“ და შუქნიშნები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტს პრიორიტეტული გავლის რეჟიმით იმუშავებენ, ყოველდღიურად 140-150 ათასი მგზავრის შეუფერხებელ და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფენ.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)