|
2018-11-21 16:12:29, 1318 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ გიორგაძე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკიდან თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, თურქეთში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება ოჯახმა მიიღო. "მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა არ გართულებულა. პირიქით შეიძლება ითქვას, რომ უკეთესობისკენ მიდის. ჩვენ ყველაფერი გავაკეკეთეთ, რათა მისი მდგომარეობა დაგვესტაბილურებინა. ოჯახს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი მისი გადაყვანა თურქეთში. ის დღეს დილით გადაიყვანეს და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა", - აცხადებენ კლინიკაში. ცნობისთვის, 17 ნოემბრის საღამოს მიხეილ გიორგაძე ყვარელში ავარიაში მოჰყვა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულიხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)