|
2018-11-21 15:42:37, 1158 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისიდან კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეოსები შესრულდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობს. 2019 წლის 18 სექტემბრიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან კრაკოვის მიმართულებით შესრულდება. ევროპის უძველესი ქალაქი კრაკოვიპოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულება იქნება, სადაც მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იქნება შესაძლებელი. "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ახალი ევროპული მიმართულებების დამატებაზე უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz air-თან კონსულტაციების მორიგი რაუნდი წარმატებით დასრულდა.ქუთაისი-კრაკოვი-ქუთაისის მიმართულებით რეისები კვირაში ორჯერ: ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. "ჩვენსა და ავიაკომპანია Wizz air-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ფრენებიამჟამად14 ქვეყნის 21 მიმართულებით სრულდება. აქედან პოლონეთის სამი ქალაქია.2019 წლიდან ჩვენი აეროპორტიდანპირდაპირი ფრენები პოლონეთის კიდევ ორ ქალაქში შესრულდება: აპრილიდან გდანსკის მიმართულებით, ხოლო სექტემბრიდან - პოლონეთის ძველ დედაქალაქ კრაკოვში", - აცხადებენ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“. ბილეთების შეძენა უკვე დღეიდან არის შესაძლებელი ვებგვერდზე www.wizzair.com
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)